რელიგია
ილია მეორე დონეცკელ მიტროპოლიტს ძმურ მხარდაჭერას დაჰპირდა

1-filaret-aqtual-3-relig-1საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მიტროპოლიტ ილარიონ შუკალოს დაურეკა. ილია მეორემ მიტროპოლიტ ილარიონს ძმური მხარდაჭერა და დონეცკის მიწაზე მშვიდობისთვის ლოცვა აღუთქვა, - ნათქვამია ეპარქიის ოფიციალურ საიტზე.

მიტროპოლიტი ილარიონი უკრაინაში ძმათამკვლელი ბრძოლის უწოდებს ყველა მხარეს კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს.

ცნობისთვის: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია რამდენიმე ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაშია და მას ახლადარჩეული მიტროპოლიტი ონოფრე მართავს. მეორე ნაწილს, რომელიც კიევის ხუნტის მხარდამჭერია, პატრიარქი ფილარეტი საჭეთმპყრობლობს. ამ უკანასკნელს საქართველოს საპატრიარქო კანონიკურად არ აღიარებს, ისევე, როგორც სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები.