აქტუალური
პრეზიდენტი მარგველაშვილი: "ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა - შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი!"

1-prodolzhenie-aqtual-2საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ ლონდონში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტს ესტუმრა, სადაც დამსწრე საზოგადოების  წინაშე წარსდგა სიტყვით - საქართველო და ევროპის უსაფრთხოება უკრაინის კრიზისის გათვალისწინებით“.  ქვეყნის პირველი პირის განცხადებით, ის, რაც დღეს უკრაინაში ხდება, 2008 წელს საქართველოში განვითარებული მოვლენების გაგრძელებაა - შედეგად კი, უკრაინის ტერიტორიები ისევე ოუპირებულია, როგორც საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი.
პრეზიდენტმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთიმ მოლოდინს, რომელიც ქვეყანას უელსის სამიტიდან აქვს.

 მან იმ წვლილზეც ისაუბრა, რომელიც საქართველო ნატოს მისიებში შეიტანა და კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ISAF-ის მისიაში საქართველო ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის.

 

საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასაც. როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური საქართველო,  ეკონომიკურად და პოლიტიკურად სტაბილური უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის.