ქართული ოცეული სწავლებაში „რაპიდ ტრაიდენტი“ ჩაერთვება
საქართველო, 5 სექტემბერი,
საქინფორმი. 13-27 სექტემბერს უკრაინაში,
ლვოვის მახლობლად, სამხედრო პოლიგონ
„იავაროვაზე“ ყოველწლიური საერთაშორისო სწავლება
„რაპიდ ტრაიდენტი“ (
Rapid Trident) გაიმართება, რომელშიც
NATO-ს წევრი და
„პარტნიორობა მშვიდობისათვის“ (PFP) ფორმატში მონაწილე ქვეყნები ჩაერთვებიან.
სამხედრო წვრთნებში საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის ოცეულიც მიიღებს მონაწილეობას.
ქართველ სამხედროებთან ერთად სწავლებაში 15 ქვეყნის ათასამდე სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას; მათ შორის 200 ამერიკელი სამხედრო, ასევე სამხედროები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, დიდი ბრიტანეთიდან, გერმანიიდან, ლატვიიდან და სხვ.
სწავლების სცენარის მიხედვით, მრავალეროვნულ ბრიგადას უკანონო შეიარაღებული ფორმირებების წინააღმდეგ ერთობლივი ძალებით მოუწევს მოქმედება.