საქართველოს პარლამენტმა უკრაინის შესახებ რეზოლუცია მიიღო
საქართველო, 5 სექტემბერი,
საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა
უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტის დამტკიცებას მხარი
81-მა დეპუტატმა დაუჭირა.
რეზოლუციაში საქართველოს პარლამენტი გმობს სუვერენული უკრაინის მიმართ განხორცილებულ აგრესიას და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, უარი თქვას ნებისმიერი პოლიტიკური თუ ეკონომიკური ხასიათის უთანხმოების ძალისმიერი მეთოდით გადაჭრის მცდელობაზე.