საზოგადოება
სერგეენკო: „უკრაინაში პირველი რეისი მომავალი კვირის ოთხშაბათს წავა“

1-Sergeenk-sazog-2საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოდან უკრაინაში სამედიცინო დახმარება მომავალ კვირაში გაიგზავნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გუშინ განაცხადა.

აბსოლუტურად ყველაფერი, რაც უნდა გავაგზავნოთ მოძიებული და განფასებულია, ამისთვის შესაბამისი თანხაც უკვე მოძიებულია. ხვალ ეს საკითხი მთავრობის სხდომაზე იქნება გატანილი. სატრანსპორტო კომპანიებთან უკვე მოვილაპარაკეთ და ვფიქრობ, უკრაინაში პირველი რეისი მომავალი კვირის ოთხშაბათს წავა, რადგან ჰუმანიტარული ტვირთის მოცულობა დიდია და მისი გადატანა სამგზავრო ლაინერით არ ხერხდება”, – განაცხადა სერგეენკომ.