საზოგადოება
საქინფორმის კოლექტივი გულწრფელად ულოცავს სოფო მოსიძეს ახალ თანამდებობაზე დანიშვნას, რადგან იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართველ ჟურნალისტთაგან, ვინც პროფესიონალიზმს მაღალ მოქალაქეობრივ მორალსა და პასუხისმგებლობას უთავსებს!

1-Sopo-sazog-1საქართველო, 5 სექტემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი სოფო მოსიძე საქართველოსმთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსად ინიშნება. ამ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციაშიც ადასტურებენ.  გავრცელებული ინფორმაციით, სოფო მოსიძემ საზოგადოებრივი მაუწყებელი 2014 წლის 3 სექტემბერს დატოვა.

საქინფორმის კოლექტივი გულწრფელად ულოცავს თავის კოლეგა სოფო მოსიძეს ახალ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე დანიშვნას, რადგან იგი იგი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ქართველ ჟურნალისტთაგან, ვინც პროფესიონალიზმს მაღალ მოქალაქეობრივ მორალსა და პასუხისმგებლობას უთავსებს.