უცხოეთი
უკრაინამ გადაწყვიტა, რუსეთს „კედლით“ გაემიჯნოს

1-Stena-zarub-3საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინა იწყებს პროექტ „კედელი“-ს რეალიზაციას, რომელიც რუსეთთან რეალური სახელმწიფო საზღვრის მშენებლობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა განაცხადა.
ჩვენ ვიწყებთ პროექტს „კედელი“. ესაა უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის რეალური სახელმწიფო საზღვრის მშენებლობა“, - განაცხადა პრემიერმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე.

უკრაინის მედია აზუსტებს, რომ გასამაგრებელი ზღუდის პროექტი 5-6 თვეში ზემტკიცე ფოლადისგან მავთულხლართებიანი ლითონის ღობის დაყენებას ითვალისწინებს. ზღუდესთან მისასვლელთან გაკეთდება მავთულხლართებიანი თხრილები როგორც რუსეთის, ასევე უკრაინის მხრიდან. თხრილის სიგანემ და სიღრმემ უნდა უზრუნველჰყოს მათი ხელმიუწვდომლობა ავტოტრანსპორტისა და ჯავშანტექნიკისთვის. ლითონის ღობეში დენი გატარდება. ზღუდეს დაიცავენ უკრაინის ჯარების მოტოსამანევრო ჯგუფები, მესაზღვრეები და ნაცგვარდია.