ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები კავკასიის დალაშქვრით იმუქრებიან!
საქართველო, 4 სექტემბერი,
საქინფორმი. ტერორისტული დაჯგუფება „
ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკებმა ინტერნეტში ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნეს, სადაც ჩეჩნეთსა და კავკასიაში ომის დაწყებით იმუქრებიან, - იტყობინება არაბული ტელეარხი „ალ-არაბია“. ვიდეოჩანაწერში ერთ-ერთი ბოევიკი სირიაში, რაკას პროვინციაში მდებარე ტაბაკის რაიონში მათ მიერ დაპყრობილი სამხედრო აეროდრომის გამანადგურებლის კაბინიდან ლაპარაკობს. კერძოდ, იგი აცხადებს, რომ ბოევიკებს განზრახული აქვთ „
ჩეჩნეთისა და კავკასიის გათავისუფლება ალაჰის წყალობით“. ვიდეოჩანაწერი რუსულ ენაზეა თარგმნილი.
ამასთან, ბოევიკები დაემუქრნენ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადს სამთავრობო ჯარებთან ჰაერში ომის დაწყებით.