სამართალი
საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები

1-visitors-samart-1საქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები აგვისტოს მდგომარეობით, კერძოდ:

2014 წლის აგვისტო 772 216 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე -0,5 %–ით ნაკლებია.

იანვარ-აგვისტოს ინტერვალში ქვეყანაში 3 685 834 ვიზიტი განხორციელდა, რაც 3%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.

ამასთან, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 566 646 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 42,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 12%);

ბ) ტრანზიტი - 698 284 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -10%);

გ) სხვა - 1 420 904 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 38,5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,7%).

2014 წლის აგვისტოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-5,5%), აზერბაიჯანიდან (+29%), სომხეთიდან (-12,2%), რუსეთიდან (-7%) და უკრაინიდან (+22,9%) განხორციელდა.