აქტუალური
მიხეილ სააკაშვილი: „საქართველოს დღევანდელი მმართველი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოურავი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ცდილობენ მომწვდნენ იქამდე, სადამდეც მწვდებიან“

1-BiZo-aqtual-3-GEOსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საბერძნეთში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ექსპრეზიდენტმა კომენტარი გააკეთა (ვიდეო იხილეთ აქ) და გავრცელებულ ინფორმაციას ჭორი უწოდა.

„საქართველოს მთავრობას გაუვრცელებია ინფორმაცია, რომ მათი მოთხოვნის საფუძველზე სადღაც დამაკავეს. ეს უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს ჭორიკნობა და ამდენი სიცრუე... ჯობია, ეს ენერგია რასაც ეხლა ხარჯავენ, აქეთ იქით წერილების გზავნაში და რეკვაში და რაღაცების შეთავაზებაში, დახარჯონ ქვეყნის შიგნით, დახარჯონ დანაშაულთან ბრძოლაზე, დახარჯონ თუნდაც ნატოს სამიტის რეპუტაციის ამაღლებაზე, იმიტომ, რომ ძალიან სამწუხაროა, რომ ყველაფერი კეთდება, რათა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი არ გაუშვან ქვეყნიდან. მე არ მიშვებენ უკან ჩემს ქვეყანაში და არადა, ფაქტი ჯიუტია, რომ ბოლო თვეების განმავლობაში მე შევხვდი უფრო მეტ მსოფლიო და საერთაშორისო ლიდერს, ვიდრე, საქართველოს მოქმედი მთავრობა ერთად აღებული“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.