თბილისში რამდენიმე აფთიაქის მეპატრონე დააკავეს
თბილისში, ფსიქოტროპული პრეპარატებით მოვაჭრე აფთიაქებში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული სარევიზიო სამუშაოების შედეგად, რამდენიმე აფთიაქის მეპატრონე და ხელმძღვანელი დააკავეს.
მათ ბრალად ფსიქოტროპული მედიკამენტების არალეგალური რეალიზაცია ედებათ.
როგორც საქინფორმმა ფინანსთა სამინისტროსგან შეიტყო, შესაძლოა, დაკავებულებიდან უმრავლესობას გირაო 20 000-დან 40 000 ლარამდე შეეფარდოთ.