„ნაწყენი ხარ ჩემზე?“ - მკვლელი მახარაძეს იცნობდა
საქართველო, 4 სექტემბერი,
საქინფორმი. ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შესახებ
„პირველი რადიო“ ახალ დეტალებს ავრცელებს. რადიოს ინფორმაციით, მკვლელი
აბაშიძის ქუჩაზე შავი ფერის მერსედეს „GL“ ით მივიდა, რომელშიც მასთან ერთად კიდევ ერთი პიროვნება იჯდა.
მიახლოებისას მან მახარაძეს ჰკითხა, იყო თუ არა მასზე ნაწყენი, რაზეც უარი მიიღო, რის შემდეგაც მკვლელმა მისი მიმართულებით სამი ტყვია გაისროლა. მკვლელსა და გარდაცვლილს წარსულში უთანხმოება მოუვიდათ, რაც, სავარაუდოდ, გუშინდელი მკვლელობის მიზეზი გახდა.