საზოგადოება
აღნიშნულთან დაკავშირებით სოფლის მეურნეობის სამინისტროში განაცხადეს, რომ „ეს ინფორმაცია იმ გლეხებისგან ვრცელდება, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ თუ ის ფასი არ იქნება რაც მათ დაასახელეს, არ ჩავაბარებთო".
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი კი, რომლის ვარაუდითაც, ეს პროცესი ხელოვნურად არის მართული, ვერ აკონკრეტებს, თუ ვის ინტერესებში შეიძლება იყოს კახეთში რთველის ჩაშლა.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, წინა წლებში სახელმწიფო უწყებები აიძულებდნენ მეწარმეებს, კონკრეტულ ფასად ჩაებარებინათ ყურძენი, რაც სრულად გამოირიცხა ახალი ხელისუფლების პირობებში. „სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგად დღეს ჩვენ მივიღეთ სტაბილური ფასი, ლარნახევარი. ერთი კილოგრამი ყურძნის მოყვანა თუ ჯდება 30 და 35 თეთრი, 5-ჯერ და 6-ჯერ მომგებიანი გახდა ყურძნის წარმოება“, – განაცხადა ირაკლი შიოლაშვილმა.