მარიკა ვერულაშვილი, შესაძლოა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე გახდეს
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, შესაძლოა, მარიკა ვერულაშვილი გახდეს. როგორც ამბობენ, მარიკა ვერულაშვილს თავად მაინცდამაინც არ სურს კომიტეტის თავმჯდომარეობა, თუმცა, შესაძლოა, ნაციონალურმა მოძრაობამ არჩევანი მასზე შეაჩეროს.
ამჟამად ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეკა ხერხეულიძეა. სავარაუდოდ, მას კომიტეტის თავმჯდომარედ არ დანიშნავენ და ისევ კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დატოვებენ.
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის თავმჯდომარე გია არსენიშვილი გარდაიცვალა.
კომიტეტის თავმჯდომარეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.