სამართალი
საქართველოს ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობა სამუშაო ვიზიტით ლატვიაში იმყოფებოდა

1-Latvia-samart-2საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. ეროვნული გვარდიის უფროსს, ბრიგადის გენერალ ლევან გამყრელიძესა და შტაბის უფროსს, პოლკოვნიკ ტელმან მესხიძეს ლატვიის ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა ლეონიდს კალინინსმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე ხელი მოეწერა ორი ქვეყნის გვარდიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

საქართველოს ეროვნული გვარდიის დელეგაციის წევრებმა, ლატვიელ კოლეგასთან ერთად, ლეიპაიაში, ოგრესა და კულდიგაში ლატვიის ეროვნული გვარდიის რეგიონალური ქვედანაყოფები მოინახულეს.

ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა, ასევე, ლატვიის თავდაცვის მინისტრ რაიმონდ ვეიონისთან, შეიარაღებული ძალების უფროსთან, გენერალ-ლეიტენანტ რაიმონდს გრაუბესთან და შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსთან.