სამართალი
საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე კონსტანტინ ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 6 პაკეტად დაფასოებული 13,248 გრ მეტამფეტამინი და 3 შეკვრად დაფასოებული 2,443 გრ მეთილენ-დიოქსი-მეტამფეტამინი ამოიღეს. დაკავებისას კონსტანტინ ი. ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს.