აქტუალური
პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ერკი ტუომიოას შეხვდა

1-fineti-aqtual-3საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. მხარეებმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე ისაუბრეს და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ფინეთი მიესალმება საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარებას.

მხარეებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, კერძოდ, უკრაინაში არსებულ კრიზისზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებს,  კულტურულ–საგანმანათლებლო და ეკოლოგიურ  სფეროში თანამშრომლობის საკითხებს.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის გამო.