აქტუალური
გიორგი მარგველაშვილი ერკი ტუომიაოს შეხვდა

1-aqtual-2-Erkiსაქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ერკი ტუომიოას შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები განიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე შეთანხმდნენ.

გიორგი მარგველაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან უკრაინაში არსებული კრიზისზე ისაუბრა და  ერკი ტუომიოას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის.