ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე ქართული ქვედანაყოფის სამხედროები უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ
საქართველო, 3 სექტემბერი,
საქინფორმი. სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ყანდაღარის პროვინციაში აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორების უსაფრთხოებას უკვე თვეზე მეტია იცავენ.
ქართველ სამხედროებს სამოქალაქო კონტრაქტორები ყანდაღარის საავიაციო ბაზიდან ბაზა "HERO"-ზე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორებით გადაჰყავთ. აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორები ავღანელებს სამხედრო ბაზა "HERO"-ზე სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას და რემონტს ასწავლიან.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატებიც გადაეცათ.
ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ISAF-ის მისიას რამდენიმე თვეში დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.