საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ფრაქციათა ხელმძღვანელებსა და მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

1-Rukovoditeli-sazog-3საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარემ და დეპუტატებმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდეს საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტებთან დაკავშირებით.

პარლამენტის საშემოდგომო სესია გუშინ თბილისში, განახლებულ პარლამენტის შენობაში ბიუროს სხდომით გაიხსნა. უკვე ცნობილია, რომ  საკომიტეტო მუშაობა თბილისში წარიმართება, თუმცა პლენარული სხდომების გამართვის ადგილი კვლავ ქუთაისი იქნება.