საზოგადოება
ირაკლი ალასანია: „ეს ინტელექტუალური დებატები ძალიან მნიშვნელოვანია, რათა კარგად შევიგრძნოთ, რას ვაკეთებთ სწორად და რა შეცდომებს ვუშვებთ“

1-Debati-sazog-2საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი დემოკრატიული რეფორმების მომავალი: თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობა 21-საუკუნეში“ მიმდინარეობს. კონფერენციაში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიიღო და სიტყვით გამოვიდა.

ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის, რეგიონის, უკრაინის უსაფრთხოებისთვის აქტუალურ თემებზე; ნატოში ჩვენს ინტეგრაციაზე; უსაფრთხოების გარემოზე. ეს ინტელექტუალური დებატები ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, მთავრობის წარმომადგენლებისთვის, რათა კარგად შევიგრძნოთ რას ვაკეთებთ სწორად, რა შეცდომებს ვუშვებთ და ეს შეცდომები რომ იყოს გამოსწორებული“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ.

სამდღიანი ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ეგიდით იმართება.