საზოგადოება
გარდაიცვალა თეა ასათიანი...

1-Tea-sazogad-1საქართველო, 3 სექტემბერი, საქინფორმი. საქინფორმი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 2014 წლის 1 სექტემბერს უდროოდ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ჟურნალისტი თეა ასათიანი.
მთელი ცხოვრება თეა გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ იყო დაკავშირებული, სადაც დაიწყო და ასე უსამართლოდ სწრაფად დაასრულა თავისი მოღვაწეობა.

ასათიანი ნამდვილი პროფესიონალი და ქართველი ქალის ეტალონი იყო, ამიტომ მას მტერი არ ჰყოლია - მხოლოდ მისი სილამაზის, ნიჭისა და საოცრად დიდი სულის დამფასებლები! ასეთები დღეს აღარ არიან - ამას ხედავდა ღმერთი და ამიტომაც წაიყვანა თეა თავისთან, სამოთხეში...

საქინფორმი უღრმეს თანაგრძნობას უცხადებს თეა ასათიანის ქალიშვილსს - ნორჩ მარიამს, დედას, ძმას, ნათესავებსა და ახლობლებს.

პანაშვიდი - 2 და 3 სექტემბერს, დაკრძალვა - 4 სექტემბერს, ხუთშაბათს.
მისამართი: გლდანი, მე-5 მკრ/რ., მე-5 კორპ., მე-4 სად., მე-4 სართ.