სამართალი
ალექსანდრე ჭიკაიძე: „ყველა დამნაშავე აუცილებლად დაისჯება!“

1-CikaiZe-samart-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებით, მესტიაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
გამოძიება დაწყებულა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და წინასწარ კომენტარის გაკეთება ჩემგან ცოტა არაუპრიანი იქნება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. დამნაშავები პირი ყველა აუცილებლად დაისჯება“, - განაცხადა ალექსანდრე ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მესტიის პოლიციის უფროსის და მისი მოადგილი მხრიდან ცემის ფაქტზე ორმა პოლიციელმა რამდენიმე დღის წინ განცხადება გააკეთა. მოგვიანებით მათ მომხდარი უარყვეს და განაცხადეს, რომ მსგავსი არაფერი მომხდარა.