სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს ამიერიდან პოლკოვნიკი არსენ სუხიშვილი უხელმძღვანელებს
საქართველო, 2 სექტემბერი,
საქინფორმი. გუშინ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა
ვახტანგ კაპანაძემ თავდაცვის მინისტრს
ირაკლი ალასანიას, თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობას სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა - პოლკოვნიკი
არსენ სუხიშვილი, რომელსაც 2009-2013 წლებში გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილის პოზიცია ეკავა.
სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, პოლკოვნიკი კახაბერ ჩიხრაძე კი ეროვნული გვარდიის სარდლის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ირაკლი ალასანიამ და ვახტანგ კაპანაძემ პოლკოვნიკებს არსენ სუხიშვილსა და კახაბერ ჩიხრაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს.