აქტუალური
თენგიზ შერგელაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა ეროვნულ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

1-Tengiz-aqtual-3საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მესამე ეროვნული ასამბლეა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გია ჟორჟოლიანი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი და  ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.

შერგელაშვილმა თვითმმართველობების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, სამინისტრო მათთან აქტიურად იმუშავებს საკანონმდებლო ინიციატივების კუთხითა და სხვა მიმართულებებით. ასოციაციაში 7 ახალი თვითმმართველი ერთეული მიიღეს და, პრეზიდენტთან ერთად,  აღმასრულებელი საბჭოს წევრები აირჩიეს.