საზოგადოება
თენგიზ ფხალაძე: „კლიმატის ცვლილებების გაეროს სამიტზე სიტყვით პრეზიდენტი გამოვა!“

1-poedet-sazog-2საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გაეროს კლიმატის სამიტზე სიტყვით ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა.
ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი და მთელი დელეგაცია მობილიზებულია და მუშაობს უელსის სამიტზე. სხვა ჭორებთან დაკავშირებით კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ, მაგრამ გაერომ იცის პოზიცია და არის ოფიციალური მიმართვა ამასთან დაკავშირებით. ჩვენ არაფერი არ შეგვიცვლია. ოფიციალური დასტური პრეზიდენტის სახელით და ხელმოწერით გაგზავნილია გაეროს გენერალური მდივნის სახელზე", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აშშ-ში, კლიმატის ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტზე სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვა.