საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი: „ჩვენც, სწორედ უკრაინის მსგავსად, თავისუფალი არჩევანისათვის დავისაჯეთ!“

1-Vibor-saz-1-mtavსაქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 1 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი გახსნა და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ცდილობს ააშენოს თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო. არსებობს ჩვენი მსგავსი კიდევ ერთი ქვეყანა - უკრაინა, სადაც ახლა ომია. ჩვენც, სწორედ მათ მსგავსად, თავისუფალი არჩევანისათვის დავისაჯეთ“, - განაცხადა  მარგველაშვილმა.

ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოთა წინაშე მდგარ გამოწვევებზეც გაამახვილა:

რეალურად არსებობს გამოწვევა ახალი დემოკრატიული სახელმწიფოს მიმართ, რაც გულისხმობს დემოკრატიული მმართველობის ჩამოყალიბებას, დემოკრატიული ერის შექმნას, რომელსაც აქვს დასავლური ფასეულობები და დასავლური ორიენტაცია. ეს დაკავშირებულია ბევრ პრობლემასთან, გეოპოლიტიკურ გარემოსთან" , - აღნიშნა პრეზიდენტმა.

საერთაშორისო ლიდერთა ფორუმი თბილისში გუშინ გაიხსნა და 3 სექტემბერს დასრულდება.

1-Vibor-saz-1-qvem