სამართალი
მსჯავრდებულებთან ვიდეოპაემანი ფასიანი იქნება

patimrebis-paemnebiცვლილება ძალაში 2011 წლის პირველი იანვრიდან შევა.
კანონპროექტის თანახმად, ვიდეოპაემნის საფასური პრობაციის ეროვნული სააგენტოს ანგარიშზე ჩაირიცხება. საფასურის გადახდა პაემნის მსურველ პირს ან მის კანონიერ წარმომადგენელს მოუწევს. პატიმრებს ან მათ ახლობლებს ვიდეოპაემნებით სარგებლობა თვეში მაქსიმუმ 8-ჯერ შეეძლებათ და ის 15-წუთიანი იქნება. შეხვედრებისა და თანხის რაოდენობას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო დაადგენს.
ვიდეოპაემნების შესაძლებლობა თბილისში მხოლოდ მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულებს ექნებათ. ვიდეოპაემნებთან დაკავშირებით განხილვები პარლამენტში მიმდინარე კვირიდან დაიწყება.