სამართალი
New Straits Times: „ჭურვებმა გარსი ორივე მხრიდან გაგლიჯა“ - ამერიკის დაზვერვა რუსი მეცნიერების ვერსიას ადასტურებს: Boeing-ი უკრაინელმა გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს!

New-samart-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ის სამხედრო ანალიტიკოსებმა დააკსვნეს, რომ Boeing Malaysia Airliens დონეცკის თავზე იქნა ჰაერში ჩამოგდებული, რითიც დაადასტურეს ინჟინრების რუსეთის კავშირის გამოკვლევების შედეგები. ავიალაინერის დაღუპვის მიზეზი გამანადგურებლის ცეცხლია, წერს გამოცემა New Straits Times.
დასავლური მედიის მიერ გამოქვეყნებულ „გამანადგურებელ მოხსენებაში“ საუბარი იყო იმაზე, რომ „ამერიკის დაზვერვის ზოგიერთმა წყარომ დაასკვნა, რომ ამბოხებულები და რუსეთი, დიდი ალბათობით, დამნაშავე არ არიან თვითმფრინავის დაღუპვაში და ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა სამთავრობო ჯარებმა უნდა აიღონ“.

New Straits Times-ი ახდენს ექსპერტების ციტირებას, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ავიალაინერის ფუზელაჟზე დაზიანებები მოწმობს რაკეტა „ვოზდუხ-ვოზდუხ“-ის მიერ სროლას. ეუთოს თანამშრომელი Michael Bociurkiw, რომელიც კატასტროფის ადგილზე აღმოჩნდა, ამ ვერსიას ადასტურებს: „იქ იყო ფუზელაჟის რამდენიმე ნაწილი, რომლებიც ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტყვიამფრქვევის ძალიან დიდი ცეცხლის ქვეშ მოხვდა“.

Lufthansa-ს პილოტი Peter Haisenko, რომელიც პილოტების კაბინის გარშემო შემავალ ნატყვიარებზე მიუთითებს, ამბობს: „ეს მომცრო ნახვრეტები, მრგვალი და სუფთა, რომლებიც შემავალ წერტილებს უჩვენებს, სავარაუდოდ, 30 მმ კალიბრის ჭურვია“. ასევე მან დაასკვნა: „ბოინგმა დაზიანებები მიიღო მარჯვენა და მარცხენა ბორტებიდან, რაც გამორიცხავს ვერსიას იმის შესახებ, რომ ლაინერს მიწიდან ესროლეს. „Haisenko-მდე არავის შეუნიშნავს, რომ ჭურვებმა გარსი ორივე მხრიდან გაგლიჯეს. ეს კი ნიშნავს, რომ გამოირიცხა სროლა რაკეტით „ვოზდუხ-ვოზდუხ“, - წერს გამოცემა.