პუბლიკაციები
რუსული ენ-ჯე-ო „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი“, რომლის დირექტორიც 10 წელი ოლეგ პანფილოვი იყო, „ცე-რე-უ“-სგან 50000 დოლარს და აშშ-ის სახდეპისგან დამატებით დაფინანსებას იღებდა!

NPO-samart-2-anal-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. პატივცემულო მკითხველო! აქ გაეცნობით სრულ სიას რუსული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა, რომლებიც 2009 წელს აშშ-ის „ცე-რე-უ“-სგან ფინანსურ მხარდაჭერას - „ცე-რე-უ“-ს მიერ შექმნილი ორგანიზაციისგან - „აშშ-ის ნაციონალური ფონდი დემოკრატიისთვის“ (National Endowment for Democracy, NED) - გრანტებს იღებდნენ.

ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია, ფონდისავე წლიური ანგარიშის თანახმად, „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრია", რომლის დირექტორიც 20 წლის განმავლობაში საქართველოში კარგად ცნობილი ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი იყო, შემოკლებით ჟოპ“ (თანხები მოცემულია აშშ დოლარებში):

„ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი

50,000*

ჟურნალისტებზე ძალადობის, მუქარის, ზეწოლის შემთხვევების გამოიძება და მონიტორინგი, კერძოდ, ცენტრის თანამშრომლები გამოიძიებენ გატაცების, მკვლელობისა და ძალადობის სხვა აქტებისა და ექსტრეემალური სიტუაციების შემთხვევებს ჟურნალისტებთან მიმართებაში, რათა გაარკვიონ, ხომ არ უკავშირდება ისინი პროფესიულ საქმიანობას“, - ასე გამოიყურება წლიური ანგარიშის გრაფა, სადაც დამატებით მითითებულია, რომ „ვარსკვლავით“ აღნიშნულია ორგანიზაციები, რომლებმაც NED-ის გრანტების გარდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისგან დამატებითი დაფინანსება მიიღეს.

როგორც ხედავთ, ჟოპ-ის „ექსტრემალური ჟურნალისტიკის ცენტრი“ სწორედ ასეთი ვარსკვლავითაა აRნიშნული...