სამართალი
საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი Deutsche Welle-ს წარმომადგენლებს შეხვდა. ინტერვიუს ძირითადი თემები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა, რეგიონში არსებული ვითარება და საქართველო-გერმანიის თანამშრომლობა იყო.
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ კონსტრუქციული პოლიტიკის შედეგად ქართული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა. ამავდროულად, პრემიერის განმარტებით, საქართველოს მთავრობა მუშაობს ბაზრის დივერსიფიკაციაზე და ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები ჩინეთთან.
პრემიერ-მინისტრს ჟურნალისტებმა კითხვა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან საუბრის შესახებაც დაუსვეს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, ჯოზეფ ბაიდენმა საქართველოსადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა.