აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა ამიერიკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

Nagradil-aqtual-3საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადე მიიღო.
ქვეყნის პირველმა პირმა მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე ალაჰშუქურ ფაშა-ზადე ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა და მადლობა გადაუხადა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის მეგობრობის განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისა და სხვადასხვა კონფესიის მშვიდობიანი თანაარსებობისა და ტოლერანტობის პრინციპების ხელშეწყობისათვის.

პრეზიდენტთან შეხვედრას მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად მილი მეჯლისის წევრებიც დაესწრნენ.