საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი ბარაქ ობამას სახელით გამართულ მიღებას დაესწრება

UCastie-sazog-2საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 23 სექტემბერს ნიუ-იორკში აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას და პირველი ლედის მიშელ ობამას სახელით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრება, რომელიც გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიასთან დაკავშირებით გაიმართება.

საქართველოს მთავრობის მეთაური მიღებაზე მიწვეულია მეუღლესთან ერთად.
საზეიმო საღამოს გაეროს გენერალური ასამბლეის მონაწილე ქვეყნების დელეგაციების ხელძღვანელები და მათი მეუღლეები დაესწრებიან.
უკვე ცნობილია, რომ 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ესესიაზე სიტყვით გამოვა.