საზოგადოება
პრემიერმა ღარიბაშვილმა ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს 65 წლის იუბილე მიულოცა

Musulman-sazog-1საქართველო, 1 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის, ალაჰ შუქურ ფაშაზადეს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
30 წელიწადზე მეტია თქვენ ბრძანდებით ამიერკავკასიის მუსლიმანთა საბჭოს თავმჯდომარე - მუსლიმანთა შეიხი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალა არ დაგიშურებიათ ორ მოძმე ერს შორის, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებისათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ და დიდად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საპატიო სტუმარს სიტყვით მიმართა საქართველოს პატრიარქმა, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ალაჰ შუქურ ფაშაზადეს საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს  ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.

თავის მხრივ, ფაშაზადემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერ–მინისტრს თბილი და მეგობრული დახვედრისთვის.