სამართალი
„აფხაზეთისა და რუსეთის კოლექტიური სამხედრო ძალების შექმნა უსაფრთხოების საკითხებს გადაგვაჭრევინებს“ - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში

samart-3-Collectსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. ჩვენ გვყავს საკუთარი შეიარაღებული ძალები, არის რუსეთის სამხედრო ბაზა, - განაცხადა ხაჯიმბამ, - საჭიროა შესაბამისი ძალისხმევა მათ შორის საქმიანობის საკოორდინაციოდ გაერთიანებული სარდლობის ბაზაზე. აფხაზეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის მხარე ასევე დაინტერესებულია ამ პროექტის რეალიზაციით: „ჩვენ ვისაუბრეთ ამგვარი გადაწყვეტილების შესაძლებლობაზე. ვფიქრობ, რუსეთი წინააღმდეგი არ იქნება“.

რაულ ხაჯიმბა მოსკოვში ვიზიტს გეგმავს ინაუგურაციის შემდეგ, რომელიც 25 სექტემბერს გაიმართება: „თანამდებობის დაკავების ცერემონიის თარიღი დადგენილია ჩვენი მოქმედი კანონმდებლობით. რაც შეეხება მოსკოვში ვიზიტს, ჩვენი ქვეყნისთვის უმთავრესი ამოცანაა რუსეთთნ ურთიერთოებების აწყობა“.

ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლომდე მივაღწევთ ყველა ჩაფიქრებული ნაბიჯის რეალიზაციას ამ მიმართულებით. ეჭვიც არ მეპარება, რომ ამას გავაკეთებთ. ეს ნორმალური პროცესია, ყველა შეთანხმება გარკვეული დროის შემდეგ, ახალი რეალიების გათვალისწინებით, გადახედვას საჭიროებს და ეს დრო დადგა. ახალი დოკუმენტით გათვალისწინებული უნდა იყოს ის სირთულეები, რომლებსაც დღეს აფხაზეთი და რუსეთი საერთაშორისო არენაზე აწყდება და რომლებსაც ადგილი აქვთ საქართველოსთან, ევროპასთან, აშშ-თან ურთიერთობებში. ჩვენთვის ეს მნიშნელოვანი შემადგენელია, გვინდა, რომ ჩვენი უსაფრთხოების გარანტიები მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული. საზღვართან და აფხაზეთის სოციალ-ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები ახალ შეთანხმებაში ჩართული იქნება“, - აღნიშნა ხაჯიმბამ.