სამართალი
„არავითარი კონკრეტული წინადადებები აფხაზეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოებაზე საქართველოდან ჯერჯერობით არ მიგვიღია“, - განაცხადა „იტარ-ტასთან“ ექსკლუზიური ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ

samart-2-predloZeniaსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. დღეს არის მხოლოდ „ჟენევის პლატფორმა“, სადაც ორივე მხარისთვის მნიშნელოვან საკითხებზე მსჯელობენ, - აღნიშნა აფხაზეთის ლიდერმა. - ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები, რომლებიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ არსებობს, გარდა ფუყე ფრაზებისა ჩვენთან საუბრის მზაობის შესახებ.

სურვილი გვაქვს, საქართველომ ბოლოსდაბოლოს გააცნობიეროს აფხაზეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს, არსებობის რეალური ფაქტი. საქართველომ  ეს ფაქტი უნდა აღიაროს, ხელი მოაწეროს შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და მაშინ ჩვენი შმედგომი ურთიერთობები პოზიტიურ კალაპოტში გადავა. ჩვენ გვესმის, რომ საქართველოს, როგორც მეზობელს, ვერსად გავექცევით, რომ იძულებული ვართ გევრდიგვერდ ვიცხოვროთ და გვჭირდება გარკვეული ურთიერთობების ჩამოყალიბება, რომლებიც გარე საფრთხეებისა და მუქარების მინიმიზების საშუალებას მოგვცემს“.

ხაჯიმბა დარწმუნებულია, რომ ამ მიზნის მიღწევაში მთავარი როლი რუსეთს ეკუთვნის, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოება თავისი მშვიდობისმყოფლების წყალობით. აფხაზეთში სიტუაციის გამწვავების მუქარა კი აღარ არსებობს, მიაჩნია რაულ ხაჯიმბას.