პოლიტიკა
გუბაზ სანიკიძემ ხალხს დიდი ქართული შეთქმულების მოწყობისკენ მოუწოდა

forumi-kreba"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ კალათბურთის სასახლეში შეკრებილ ხალხს დიდი ქართული შეთქმულების მოწყობისკენ მოუწოდა. როგორც მან განაცხადა, ხალხმა უნდა იცოდეს თავისი ქვეყნის ისტორია და კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღების დროს, ეს ისტორია და წინაპრების გადაწყვეტილებები უნდა ახსოვდეს. გუბაზ სანიკიძის თქმით, "ეროვნული ფორუმი" დღეიდან ერთვება 25 ნოემბერს, პარლამენტის წინ დაგეგმილი შეკრების ორგანიზების საკითხებში და კონსულტაციებს იწყებს სახალხო კრებასთან.მისი თქმით, დღეს დიდი საქმის გაკეთების სურვილია და თუ ეს სურვილი და ნება არსებობს, საქმეც გაკეთდება. ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეხვედრა გაიმართა, რომელზეც ცნობილი გახდა, რომ სახალხო კრებას "ეროვნული ფორუმიც" შეუერთდა.