სამართალი
შსს-ს წარმომადგენლები აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ
samart-1-saagentoსაქართველო, 29 აგვისტო, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ქაწაშვილი და მისი მოადგილე გიორგი გაზდელიანი საქართველოში აშშ-ს საელჩოსა და აშშ-ს თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) წარმომადგენლებს, პაატა ენუქიძეს, მარკ რიდძინსკის, კრისტოფერ ფლოიდს და დევიდ ალლის შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ბირთვული საფრთხეების შემცირების პროგრამის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული რეაგირების ჯგუფის გადამზადებისა და აღჭურვის საკითხები განიხილეს.