საზოგადოება
ვლადიმერ პუტინმა ნოვო-ოგარევოს ქალაქგარე რეზიდენციაში აფხაზეთის რესპუბლიკის არჩეული პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა მიიღო

saz-3-xajimbშეხვედრის მიმდინარეობისას საუბარი შეეხო, კერძოდ, ახალი შეთანხმების დადების შესაძლებლობასა და აუცილებლობას მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ რუსეთსა და აფხაზეთს შორის მიმდინარე წლის ბოლომდე. ახალი შეთანხმების მიზანი ორ სუვერენულ სახელმწიფოს შორის ინტეგრაციის დონის ხარისხობრივი ამაღლებაა.

ამასთან, განხილული იქნა რუსეთის მზაობა, გაზარდოს აფხაზეთის ფინანსური დახმარება და ხელი შეუწყოს რესპუბლიკაში მსხვილი რუსი ინვესტორების მიზიდვას.

რაულ ხაჯიმბამ აფხაზეთში 24 აგვისტოს გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

ვ. პუტინი: რაულ ჯუმკოვიჩ, მოხარული ვარ თქვენი ნახვის.

მე უკვე მქონდა სიამოვნება, მომელოცა თქვენთვის აფხაზეთის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა და სიამოვნებითვე ვაკეთებ ამას პირადი შეხვედრისას. ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ, მინდა წარმატებები გისურვოთ.

ვიცი, რომ ჩვენი, რუსეთისა და აფხაზეთის, ურთიერთობების გაფართოების, ინტერგრაციული პროცესების გაღრმავების მომხრე ხართ: ეს ეხება, როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების,ა სევე სამართალდამცავი საქმიანობის, დანაშაულთან ბრძლის საკითხებს, ეს ეხება ეკონომიკას, სოციალურ სფეროს. სავსებით გეთანხმებით იმაში, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სამედიცინო უზრუნველყოფის, საპენსიო მომსახურების სფეროებში ახალი სტანდარტების დასამკვიდრებლად და გადავჭრათ რიგი მნიშვნელოვანი საკითხები და ამოცანები, რომელთა გადაწყვეტასაც აფხაზეთის მოსახლეობა დიდი ხანია ელის.

ძალიან მოხარული ვარ თქვენი ხილვის. კეთილი იყოს თქვენი მობრძნაება!

რ. ხაჯიმბა: გმადლობთ.

მადლობელი ვარ, რომ ჩემთან შესახვედრად დრო გამონახეთ. ის საკითხები, რომლებიც წამოვჭერით, მნიშვნელოვანია პატარა აფხაზეთისათვის და ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ისინი განვითარებას პოვებს.

ნაწილში, რომელიც სამხედრო თემატიკას, სასაზღვრო და სოციალურ-ეკონომიკურ სფეროებს ეხება, ჩვენ გვაქვს წინადადებები და ისინი ხვდება, როგორც ამბობენ, რუსეთის მხარის მხედველობის ველშიც. მათი განვითარების კონტექსტში მზად ვართ გავაგრძელოთ ჩვენი დიალოგი, ვისაუბროთ ამ თემებზე. ვფიქრობ, ისინი პოზიტიურ განვითარებას პოვებს.

ვ. პუტინი: კეთილი.