უცხოეთი
სახალხო მოლაშქრეთა არმიები სამხრეთის მთელ ფრონტზე კონტრშეტევაზე გადავიდნენ

zarub-3-opolCenciსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. 2014 წლის 24 აგვისტოს სახალხო ლაშქარმა, 7000 კაცის შემადგენლობით, ძალოვანთა ორი დაჯგუფების დაბლოკვასა და მათზე კონტრიერიშის განხორციელების შესახებ განაცხადა. გუშინ კი დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიამ ქალაქი ნოვოაზოვსკი აიღო! მზადდება მარიუპოლის იერიში, რომელიც ნოვოაზოვსკიდან 44 კმ-ში მდებარეობს! მოსპინოსთან, საურ-მოგილასა და ილოვაისკთან ხაფანგში მოხვდნენ ბატალიონები „დონეცკი-1“, „შახტიორსკი“ და „აზოვსკი“ და რეგულარული არმიის ნაწილები. კონტროლქვეშაა აყვანილი საზღვარი რუსეთთან მთელ სიგრძეზე - სამ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დონეცკის ოლქში: „მარინოვკა“, „უსპენკა“ და „ნოვოაზოვსკი“.
უკრაინის ნაცგვარდიის არანაკლებ 129 მებრძოლისა სახალხო მოლაშქრეებს ტყვედ ჩაბარდა დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ სტარობეშევოში, სადაც უკრაინის არმიამ 25 კაცი - დაჭრილები და მოკლულები და, ასევე, სამხედრო ტექნიკის ნაწილი - ორი ჯავშანტრანსპორტიორი, ტანკი და საბრძოლო მასალების საწყობი დაკარგა.

ქალაქ კრასნოგოროვკის რაიონშიუკრაინის არტილერიის პოზიციებზე ცეცხლით შეტევის შედეგად განადგურებულია ზალპური ცეცხლის 4 რეაქტიული სისტემა „გრადი“, 2 ტანკი და 2 ჯავშანმანქანა. ლუგანსკის ოლქში, დასახლებული პუნქტი ვალუისკოეს მახლობლად, სახალხო მოლაშქრეებმა მწყობრიდან გამოიყვანეს საბრძოლო მასალებიანი 5 ავტომანქანა. სახალხო ლაშქრის მონაცემებით, საბრძოლო შეტაკების შედეგად დაიღუპა 8 სამხედრო მოსამსახურე. სულ 26-დან 27 აგვისტოს ღამეს უკრაინელმა ძალოვნებმა 5 ტანკი, 7 საბრძოლო ჯავშანმანქანა, ზალპური ცეცხლის 4 რეაქტიული სისტემა „გრადი“, საბრძოლო მასალებიანი 2 საწყობი და 5 ავტომანქანა დაკარგა.

მოხალისეთა ბატალიონი „დნეპრ-1“, რომელსაც დნეპროპეტროვკსის ოლიგარქი გუბერნატორი იგორ კოლომოისკი აფინანსებს, ილოვაისკის მახლობლად (დონეცკის ოლქი) მოხალისეთა სხვა ბატალიონების - „დონბასის“, „კრივბასის“, მიროტვორეცის“, „ივანოვო-ფრანკოვის“, „ვოლინისა“ და თავად „დნეპრ-1“-ის ალყაში მოქცევის შესახებ აცხადებს.