უცხოეთი
რუსეთი აღმოსავლეთის მიმართულებით ნატოს გაფართოების შემთხვევაში საპასუხო ზომებს მიიღებს

zarub-2-rosiaსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. აღმოსავლეთის მიმართულებით გაფართოებასთან დაკავშირებით ნატოს ნაბიჯებზე რუსეთი, საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რეაგირებას მოახდენს, - განაცხადეს რუსეთის მუდმივი წარმომადგენლობის წევრებმა, ბრიტანულ გაზეთ The Guardian-თან ალიანსის გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის ინტერვიუს კომენტირებისას. წარმომადგენლობის აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს სამხედრო ყოფნის გაძლიერება რეგიონში სტაბილურობას ზიანს მიაყენებს.

რუსეთის წარმომადგენელთა აზრით, ნატო რუსეთს მოწინააღმდეგედ განიხილავს. მუდმივ წარმომადგენლობაშi მიაჩნიათ, რომ უპრიანია, ალიანსმა მეტი ყურადღება მიაქციოს საერთაშორისო უსაფრთხოების პრობლემებს იმის ნაცვლად, რომ თავისი აღმოსავლელი მოკავშირეების შიშები წააქეზოს.

27 აგვისტოს ღამით, ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ისაუბრა აღმოსავლეთ ევროპაში ახალი სამხედრო აბზების განთავსების გეგმებზე უკრაინის მოვლენების საპასუხოდ. ალიანსის ხელმძღვანელმა ამ ნაბიჯს უწოდა მცდელობა, უზრუნველყოს ბალტიისპირეთი რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისაგან. ამასთან, ნატო უკრაინას შეჰპირდა, რომ დაეხმარება შეიარაღებული ძალების მოდერნიზებაში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვიდან მომავალ მუქარას. რასმუსენის თქმით, ეს წინადადებები შესაძლოა რეალიზებული იქნას ნატოს სამიტის მიმდინარეობისას, რომელიც უელსში 4-5 სექტემბერს ჩატარდება. რუს დიპლომატებს ღონისძებაზე მიწვევა არ მიუღიათ.