სამართალი
მაშველებმა დარიალის ხეობაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი იპოვეს

samart-2-spasateliსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, შსს-ს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მაშველებმა დარიალის ხეობაში დაკარგული საქართველოს მოქალაქის ცხედარი დარიალჰესის გვირაბში აღმოაჩინეს.
სტიქიური უბედურების დროს, ჰესის გვირაბში სარემონტო სამუშაოებს ორი პირი ატარებდა.

ერთ-ერთი მათგანის - თურქეთის მოქალაქის ცხედარი რამდენიმე დღის წინ მდინარე თერგის დინებამ რუსეთის მხარეს გარიყა, გუშინ კი მაშველებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარიც იპოვეს.