სამართალი
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ყვარლის მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება შეძლეს
samart-1-poZarnieსაქართველო, 28 აქვისტო, საქინფორმი. შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ  ყვარლის მუნიციპალიტეტში  ჩალის ტბის მიმდებარედ ტყის მასივი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო ჯგუფები შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე. ხანძარი ტყის მასივის დაახლოებით 15-20 ჰექტარის ფართობზე იყო გავრცელებული. კლდოვანი რელიეფის გამო გართულებულია სახმელეთო ტექნიკის და სახანძრო მანქანების გადაადგილება. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველები ხანძარს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების საშუალებით აქრობენ. ხანძრის ცალკეული კერები ლოკალიზებულია.