აქტუალური
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირველი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებიან ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და მინისტრის მოადგილე ვარლამ ავალიანი.
საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო მისიაში მონაწილე ბათუმის ცალკეული მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ასეულის პირად შემადგენლობას შეხვდნენ. მათ ქართველი სამხედროებისგან ადგილზე არსებული მდგომარეობა და მათზე დაკისრებული ამოცანების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს, შემდეგ კი ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართეს.