საზოგადოება
უცხოელები, რომლებიც 6 წელია საქართველოში ცხოვრობენ, მუდმივად ბინადრობის უფლებას მოიპოვებენ

sazog-2-inostranciსაქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. უცხოელი მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში კანონიერ საფუძველზე 6 წლის განმავლობაში ცხოვრობენ, მუდმივი ბინადრობის უფლებსს მოიპოვებენ, - ნათქვამია კანონში  „უცხოელებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“, რომელიც საქართველოში 2014 წლის 1 სექტემბერიდან ამოქმედდება.

„მუდმივი ბინადრობის ნებართვა მიეცემა საქართველოს მოქალაქის მეუღლეს, მშობელს, ბავშვს. ასევე, ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელმაც ქვეყანაში ბოლო 6 წელი დროებითი ბინადრობის საფუძველზე იცხოვრა. ამ ვადაში არ გაითვალისწინება საქართველოში სწავლის პერიოდი, მკურნალობის პერიოდი და ასევე, დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მუშაობის პერიოდი“, - ნათქვამია კანონში.