საზოგადოება
საქართველო, 28 აგვისტო, საქინფორმი. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მთავარმა სამმართველომ ჩრდილოეთ ოსეთის საკითხებში მოსახლეობას თხოვნით მიმართა - არ ელოდონ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ზემო ლარსის“ გახსნას და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით იმგზავრონ, რადგან, მიუხედავად ნანგრევებისგან საქართველოს სამხედრო გზის გაწმენდისა, მის რემონტს გაურკვეველი დრო დასჭირდება, - იტყობინება „ვესტნიკ კავკაზა“.
როგორც «Осетинское радио и телевидение» იუწყება, რესპუბლიკის საავარიო სამსახურები და საგანგებო სიტუაციათა სამინისტრო მუდმივი მზადყოფნის რეჯიმში იმყოფებიან პროგნოზირებუ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებისათვის.