რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: „აქეთ მოიხედე, მარგველაშვილო,სანამ პოროშენკოს მხარს დაუჭერდე! ქართველი ფაშისტები, რომლებიც დღეს გეორგიევსკის ლენტებს გლეჯენ, ხვალ სახლში შემოგეჭრებიან!“

obs-mtნახეთ ეს ფოტოები და ვიდეო - ასე ხოცავენ უკრაინელი ფაშისტები დონბასის მშვიდობიან მოსახლეობას!
პირველ 10 ფოტოზე ასახულია წმიდა მართალი იოანე კრონშტადტელის ტაძარი ქალაქ კიროვსკოეში (დონეცკის ოლქი), რომელსაც 2014 წლის 23 აგვისტოს, საკვირაო საღამისო სიფხიზლისას უკრაინის არმიამ მძიმე არტილერიით მთლიანად გაანადგურა (იხ. ვიდეო 1). აღევლინებოდა დიადი დიდება, როცა ჭურვმა შენობის ცენტრში სახურავი შელეწა და მლოცველ ადამიანებს თავზე ჩამოანგრია, მესანთლე ოლგა რადჩენკო, მრევლი ზინაიდა მელუგა და ვიქტორ ჩერნიშევი ადგილზე გარდაიცვალნენ.

სიმძიმის სხვადასხვა ხარისხის ტრავმებით ჰოსპიტალიზებული იქნენ ტაძრის მღვდელი, დეკანოზი სერგეი პივენი, მისი მეუღლე ლუდმილა, ასევე, მრევლი ტატიანა, ვერა, ნადეჟდა და ლუბოვი. დაბომბვამდე კი ტაძარი ასე გამოიყურებოდა (იხ. ვიდეო 2). ამავე საარტილერიო დაბომბვისას ჭურვი მოხვდა საავადმყოფოს, იმსხვერპლა ორი კაცი, ბევრი კი მძიმედ დაიჭრა...

მომდევნო 8 ფოტოზე ასახულია ქალაქი ლუგანსკი (ლუგანსკის ოლქი), ასევე 2014 წლის 23 აგვისტოს. კიევის ფაშისტური ხუნტა, რომელმაც დონბასის მცხოვრებლებს ტერორისტები და სეპარატისტები უწოდა, დაუსჯელად ხოცავს ქალებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ქალაქის ქუჩები რეგულარულად ექვემდებარება საარტილერიო ცეცხლს და ავიაიერიშებს რეგიონის გაუკაცრიელების მიზნით!

ნახეთ ყველამ და არ გაბედოთ მზერის არიდება! ესაა იმ ქვეყნის ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია, რომელმაც, საქართველოსთან ერთად, ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და „დასავლურ დემოკრატიულ ღირებულებებს“ ქადაგებს! რომელსაც მხარს უჭერენ საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები - სააკაშვილი და მარგველაშვილი!

ახლა კი ნახეთ ვიდეო 3 და ვიდეო 4: ფაშისტები უკვე საქართველოში არიან! ხვალ ისინი ჩვენს სახლებში შემოიჭრებიან და მოხუცებს მკერდიდან გეორგიევსკისლენტიან დიდების ორდენებს ჩამოგლეჯენ - ისე, როგორც დღეს ატერორებენ რუს ტურისტებს, რომლებიც მალე საქართველოში აღარ იქნებიან! ჩაუსაფრდებიან ყველას, ვინც რუსულად ლაპარაკობს და ვინც პრორუსად მიაჩნიათ, ყოველმხრივ შეურაცხყოფენ მათ, აწამებენ და იძალადებენ მათ შვილებზე!

მარგველაშვილო! თქვენ მუდამ პრეზიდენტი არ იქნებით და დაცვაც მუდამ არ გეყოლებათ!
ამიტომ, სანამ გვიან არ არის, შეწყვიტეთ „პლასტილინით“ თამაში სააკაშვილთან  და თავს ნუ ინუგეშებთ იმედით, რომ ასეთი რამ თქვენს ოჯახს არ დაემართება! ახალგაზრდა ქართველი ფაშისტები საშინლად დაამცირებენ თქვენს ქალიშვილს - იმის გამო, რომ მოსკოვში ცხოვრობდა და სწავლობდა! გაგისწორდებიან თქვენც - იმისათვის, რომ ერთხელ გაბედეთ და განაცხადეთ, რომ რუსული ენა ქართული კულტურის ნაწილია! დიახ, დღეს ეს სახელის განთქმის მოსურნე უიღბლო ერთი მუჭა ჯგუფია (სხვათა შორის, ნახევარი - არაქართული წარმოშობის!), სააკაშვილმა 100 დოლარად ბითუმად რომ იყიდა და ჯოგად რომ ესხმის თავს ჩვენს სტუმრებს. მაგრამ გაიგეთ - ფაშიზმი გაფართოვდება და თავისით არ შეჩერდება, ის უნდა შეაჩერო, როგორც ეს ჩვენმა მამა-პაპებმა გააკეთეს!

ძვირფასო თბილისელებო! ვიცი, რომ დღეს არ გილხინთ, მაგრამ კიდევ უფრო უარეს დღეში აღმოჩნდებით, თუკი კვლავ, როგორც 2003 წლის ნოემბერში, „ვარდების რევოლუციის“ დროს, ლაჩრულად ისხდებით სახლებში! გაიხსენეთ „თბილისის ომი“ 1992 წლის ნოემბერში, თუ როგორ  გატერორებდნენ ბანდფორმირებები სახელმწიფო გადატრიალებისა და პრეზიდენტ გამსახურდიას ჩამოგდების შემდეგ! და მთელ იმედებს პრემიერ ღარიბაშვილზე ნუ დაამყარებთ - ის მხოლოდ 10 წლის იყო მაშინ და ვერ ეხსომება, რით დაიწყო ეს ყველაფერი!

ამიტომ თვალდახრილი გვერდით ნუ ჩაუვლით ამ საზიზღარ ნაძირლებს, რომლებიც დღეს საქართველოსა და ქართველებს არცხვენენ! გაერთიანდით - ოჯახებით, სახლებით, მეგობრებით, სადარბაზოებით, რაიონებით: რაკი ჩვენი პატრული ჯიქურ ვერ ამჩნევს დამნაშავეებს, შევქმნათ სახალხო პატრული და ერთად მოვაშთოთ ქართული ნეოფაშიზმი საქართველოში!

შემდეგ კი უკრაინაში სააკაშვილსა და მის მეგობრებს ჩავაკითხოთ...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2014 წლის 27 აგვისტო
საქართველო, თბილისი

obs-1 obs-2
obs-3 obs-4
obs-5 obs-6
obs-7 obs-8
obs-9 obs-10
obs-11 obs-12
obs-13 obs-14
obs-15 obs-16
obs-17 obs-18