სამართალი
ნიკიტა მარშუნოკი: „კაზანტიპი საქართველოში არ ჩატარდება!“

samart-3საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტი ნიკიტა მარშუნო იმედგაცრუებულია. მე და ჩემმა გუნდმა აქ ყველაფერი გავაკეთეთ იმ მოკლე დროში, რაზეც შეთანხმებული ვიყავით. ჩვენ საქართველოში კაზანტიპი დავბადეთ, თუმცა 4 000 ადამიანი ამ ტერიტორიისთვის ძალიან ცოტაა. დრო გვიჩვენებს, რამდენად სჭირდება საქართველოს კაზანტიპი. თუ მე ის დანახარჯი ვერ ამოვიღე და მილიონობით ვალი დამრჩა დაუფარავი, აღარ მექნება საშუალება, რომ აქ ჩავატარო კაზანტიპი. და თუ საერთოდ უკმაყოფილო ადამიანები წავიდნენ აქედან, მაშინ შეიძლება საერთოდ ვეღარ ჩავატარო ეს ფესტივალი", - განაცხადა ნიკიტა მარშუნოკმა.

„ისინიც კი, ვინც აქ ჩამოსვლაზე ოცნებობდნენ, ჩამოსვლაზე უარს აცხადებენ. რაც შეეხება გზებს – როგორ შეიძლება მოხვდე საქართველოში, როდესაც  ყველა გზა ჩაკეტილია? რუსეთიდანაც არ შეუძლიათ აქ ჩამოსვლა, როდესაც ისინი ამ აუდიტორიის 66% არიან. ქართველები კი კაზანტიპზე ძალიან ცოტანი არიან", - დასძინა მარშუნოკმა.