სამართალი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2014 წლის პირველი სექტემბრიდან 6 ოქტომბრის ჩათვლით შეიარაღებულ ძალებში იწვევს 18-დან 35- წლამდე მოქალაქეებს და მათ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს

samart-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 4-წლიანი კონტრაქტით მიიღებიან წვევამდელები და ის ახალგაზრდები, რომლებსაც გავლილი აქვთ სამხედრო სავალდებულო ან საკონტრაქტო სამსახური. კონტრაქტორის ხელფასი 955 ლარს შეადგენს. სამხედრო მოსამსახურეს შეუძლია  პროფესიული მომზადების დონე უცხოელი და ქართველი ინსტრუქტორების დახმარებით აიმაღლოს, აითვისოს უცხო ენა და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ოპერაციებში.

იმისთვის, რომ გახდეს რეკრუტი, მოქალაქე აბარებს ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტესტს, გადის სამხედრო სამედიცინო კომისიას. რეკრუტი ირიცხება საწყისი საბრძოლო მომზადების 9 -კვირიან კურსზე (BCT – Basic Combat Training). კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში ხდება რეკრუტის ქვედანაყოფში თანამდებობაზე დანიშვნა.

საბუთების მიღება წარმოებს 2014 წლის პირველი სექტემბრიდან ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე ეროვნულ სასწავლო ცენტრში „კრწანისი“ მის: გარდაბნის რ-ნი, სოფ კრწანისი ტელ: 595 05 06 85;  595 05 06 73; (032) 291 02 07