აქტუალური
თბილისის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა

aqtual-2საქართველო, 27 აგვისტო, საქინფორმი. დედაქალაქის მერიამ 31 ინფრასტრუქტურული ტენდერი შეწყვიტა. მერის მოადგილე  გიორგი ხელაიას განცხადებით, ტენდერების შეწყვეტის მიზეზი  არაკვალიფიციურად შედგენილი ხელშეკრულებებია.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შევიტანოთ და გავამკაცროთ მთელი რიგი ვალდებულებები, რომელიც შეეხება კონტრაქტორების მიერ საგარანტიო პირობების შესრულებას. ასევე მოხდება მისი იურიდიული დახვეწა. ამ ხელშეკრულების საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში საავანსო თანხის გაცემის წესი შეიცვლება, ასევე მოხდება სამუშაოების შესრულებაზე მკაცრი კონტროლი. მინდა გავაფრთხილო ყველა ის ადამიანი, ვინც მიიღებს ასეთ ტენდერებში მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან იქნება უმკაცრესი კონტროლი დაწესებული სამუშაოთა მიმდინარეობის პერიოდში შესრულებული სამუშაოს ხარისხზე", - განაცხადა გიორგი ხელაიამ.